Saturday, November 14, 2015

მეცხრე დღე

გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაზია.მოვისმინეთ და გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს.საგულისხმოა ისიც,რომ ყველა საპრეტენზაციო თემა იყო ძალიან საინტერესო.პრეზენტატორებმა უპასუხეს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.
ზოგადად კურსი იყო საინტერესო,საჭორო და პროდუქტიული.ვფოქრობ ჩემთვის,როგორც საპენსიო ასაკის მასწავლებლისათვის ის უმნიშვნელივანესია.მომემატა ხალისი და ცოდნა,რაც მნიშვნელოვნად დამეხმარება 21-ე საუკუნის ბავშვებთან წარმატებულად ვიმუშაო.
მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს.
  დიდი მადლობა კურსის ხელმძღვანელს,ქალბატონ ნინო მარღიშვილს!ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო "ტრენერია".

ჩემი პროექტი

Friday, November 13, 2015

მერვე დღე

განვიხილეთ მეექვსე და მერვე მოდულები.შევქმენით განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეებისათვის სპეციალური შაბლონის ნიმუში; ვისწავლეთ რეფლექსიაში იურათის ჩასმა.ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა საქაღალდეში.

Tuesday, November 10, 2015

მეშვიდე დღე

დავასრულეთ პროექტის გეგმა,დავიწყეთ მეექვსე მოდული.გავეცანით დიფერენციალური სწავლების მეთოდებს.ვისწავლეთ ჩვენს ბლოგში ახალი გვერდების შექმნა და დამატება.

Sunday, November 8, 2015

მეექვსე დღე

დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, ვიმუშავეთ ნაშრომის შეფასებაზე-განვიხილეთ შეფასების რუბრიკა,და გადავიტანეთ საქაღალდეში.ყოველივე დამეხმარება  პრეზენტაციები შევაფასო ობიექტურად,ხოლო თვითონ მოსწავლემ იცოდეს მისი შეფასების კრიტერიუმების შესახებ.შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წილი მომცემს საშუალებას შეფასება იყოს ბოლომდე გამჟვირვალე.

Saturday, November 7, 2015

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



მეხუთე დღე

მეხუთე დღეს ვიმსჯელეთ და ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა,ვისწავლეთ ვიდეოების გადმოწერა და მათი გამოყენება გაკვეთილებზე;უკვე ვიცით რისი გამოყენება შეიძლება ისე,რომ არ დაირღვეს საავტორო უფლებები;ვისწავლე სლაიდების მომზადება,მათში სურათების ჩასმა. ასევე ვისწავლეთ ჩატი და მისი გამოყენება.ყოველივე ეს მომცემს საშუალებას გაკვეთილი ჩავატარო ხალისიანი,საინტერესო და შინაარსიანი.ეს ყველაფერი დამატებითი მოტივაცია გახდება ბავშვებისათვის,ტუ რატომ  უნდა ისწავლონ კიდევ ერთი,ევროპული უცხო ენა.